|
2023-08-12 12:37:52, 1390 ნახვა
ომი უკრაინაში
კულება - სულ უფრო ხმამაღლა ისმის მოწოდებები მოლაპარაკებების დაწყებისკენ, უკრაინა ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს მოწოდებები ჩაახშოს
სულ უფრო ხმამაღლა ისმის მოწოდებები მოლაპარაკებების დაწყებისკენ, უკრაინა ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს მოწოდებები ჩაახშოს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინას წინ რთული პოლიტიკური სეზონი ელოდება, მაგრამ მას სწამს, რომ უკრაინა შეძლებს და ყველა ფრონტზე გაიმარჯვებს. „წინ რთული პოლიტიკური სეზონი გველოდება. ყველა ფრონტზე აუცილებლად გავიმარჯვებთ, მაგრამ ეს შემოდგომა მძიმე იქნება. წინ გველის არაერთი საერთაშორისო სამიტი, რომლებზეც უკრაინას სჭირდება რაოდენობრივი და ხარისხობრივი წარმომადგენლობა მთელი მსოფლიოდან, და არა მხოლოდ ევროპიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან. ვხედავთ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე ისმის ხმები, რომ საჭიროა მოლაპარაკებები. ამას ამბობენ არა საჯარო პირები, თუმცა ეს მოწოდებები მაინც სულ უფრო ხმამაღლა ისმის. საერთაშორისო სამართლისა და სისხლის სამართლის კანონმდებლობის ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ეს ხმები ჩავახშოთ“, - განაცხადა კულებამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)