22:43 - 20 Aug, 2026
|
2023-08-11 15:38:15, 1465 ნახვა
სამართალი
ბათუმში, კრუიზის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულებს ჯარიმები დაეკისრათ
ბათუმის საქალაქო სასამართლომ, რუსეთის მოქალაქეების კრუიზის წინააღმდეგ, ბათუმში, 31 ივლისის აქციაზე დაკავებული პირების საქმე განიხილა. მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ყველა მათგანი 166-173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის გამო სამართალდამრღვევად ცნო და განუსაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. დაკავებულთა შორის მხოლოდ ერთ პიროვნებაზე შეწყდა საქმის წარმოება და ყველაზე დიდი, 3 500-ლარიანი ჯარიმა ბექა გრიგორიადისს დაეკისრა. შეგახსენებთ, სოჭიდან გამოსული საკრუიზო ლაინერი ASTORIA GRANDE ბათუმის პორტში ორჯერ - 27 და 31 ივლისს შევიდა. ორივე შემთხვევაში, გემმა ნავსადგური საქართველოს ჰიმნისა და საპროტესტო შეძახილების ფონზე, დროზე ადრე დატოვა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)