|
2023-08-09 20:08:09, 1673 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - უკრაინაში ომის შემდეგ, რუსეთი, როგორც სამხედრო საფრთხე, აღარ იარსებებს
უკრაინაში ომის შემდეგ, რუსეთი აღარ იარსებებს როგორც სამხედრო საფრთხე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინაში სრულმასშტაბურ შეჭრამდე რუსეთის არმიას "მსოფლიოში მეორე არმიას" უწოდებდნენ და წარმოუდგენლად მიაჩნდათ მასთან წინააღმდეგობის გაწევა. „როდესაც ვინმე საუბრობს უკრაინის კონტრშეტევაზე, მის სიჩქარეზე, მიმართულებებსა და ეფექტურობაზე, აძლევს რჩევებს ან თავდაჯერებულად აცხადებს, რომ რაღაც „არ მიდის გეგმის მიხედვით“, მთავარია გვახსოვდეს, რომ გუშინ [უკრაინაში სრულმასშტაბურ შეჭრამდე] რუსეთის არმიას სერიოზულად უწოდებდნენ „მსოფლიოში მეორე არმიას“, ისტერიულად ეშინოდათ მისი და არც კი წარმოედგინათ მის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა. [...] ყველამ უნდა გამოიჩინოს მოთმინება და ყურადღებით დააკვირდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მაღალხარისხიან მუშაობას. [...] რუსეთი უკრაინაში ომის შემდეგ სამხედრო საფრთხედ არსებობას შეწყვეტს. ყოველ შემთხვევაში უკრაინისა და ევროპისთვის. ამასობაში, შეტევითი ოპერაციები გრძელდება“, - განაცხადა პოდოლიაკმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)