03:01 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-09 19:42:22, 1564 ნახვა

ეკონომიკა
ირაკლი ქარქაშაძე - ჩვენ გვაქვს ინტენსიური მოლაპარაკება, რომ უახლოეს მომავალში დელი-თბილისი-დელის შორის პირდაპირი ფრენები გაიზარდოს და გახდეს ყოველდღიური

საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. 

აზიის ყველაზე დიდმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ ინდოეთის დედაქალაქ დელიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი პირდაპირი ავიარეისი შეასრულა, რომლითაც 139 მგზავრი ჩამოვიდა. დელი-თბილისი-დელის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს კვირაში 3 სიხშირით განახორციელებს. 

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ხანგრძლივი, 5 წლიანი, საკმაოდ დაძაბული მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა და ავიაკომპანია IndiGo-მ დაიწყო ფრენები საქართველოს მიმართულებით. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ინდოეთი და საქართველო პირდაპირი რეგულარული ფრენებით, კვირაში 3 სიხშირით უკავშირდება ერთმანეთს. ჩვენ გვაქვს ინტენსიური მოლაპარაკება, რომ უახლოეს მომავალში დელი-თბილისი-დელის შორის პირდაპირი ფრენები გაიზარდოს და გახდეს ყოველდღიური, რადგან IndiGo არის აზიის ყველაზე მსხვილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომელიც 600 ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს. ეს არის სრულიად ახალი ბაზარი საქართველოსთვის, რომელიც რა თქმა უნდა, ხელს შეუწყოს ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას", - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

უმსხვილეს ინდურ ავიაკომპანია IndiGo-თან საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მოლაპარაკებებს საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყების მიზნით, 5 წელზე მეტი აწარმოებდა. 2023 წელს საქართველოში ინდოეთიდან ტურისტული ნაკადები 2019 წელთან შედარებით 31 %-ით არის გაზრდილი. 2023 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობითა და ავიაფლოტის სიდიდით IndiGo აზიაში პირველ ადგილზეა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics