|
2023-08-08 20:03:56, 976 ნახვა
პოლიტიკა
ზახაროვა აგვისტოს ომზე - რუსეთი იძულებული გახდა, აგრესორისთვის მშვიდობის იძულების ოპერაცია გაეტარებინა
რუსეთი იძულებული გახდა, გაეტარებინა აგრესორისთვის მშვიდობის იძულების ოპერაცია, - ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა 2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავს. მისივე თქმით, 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამეს სააკაშვილის რეჟიმმა დაარღვია ყველა საერთაშორისო შეთანხმება მშვიდობიანი მოგვარების შესახებ და მოახდინა "მოღალატოებრივი თავდასხმა სამხრეთ ოსეთზე". "დღეს ჩვენ ვიხსენებთ 15 წლის წინ სამხრეთ კავკასიაში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს. 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამეს სააკაშვილის რეჟიმმა ცინიკურად დაარღვია ყველა საერთაშორისო შეთანხმება ქართულ-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ, მოახდინა მოღალატოებრივი თავდასხმა სამხრეთ ოსეთზე. პარალელურად თავდასხმა განხორციელდა რუსი სამშვიდობოების განლაგების ადგილებზე. ამ დანაშაულებრივმა ავანტიურამ გამოიწვია მსხვერპლი სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასა და რუსს სამხედროებს შორის. ქართული აგრესიის არაპროვოცირებული ხასიათი მოგვიანებით ოფიციალურად დადასტურდა, კერძოდ, ევროკავშირის ეგიდით შექმნილი კავკასიის კონფლიქტის მიზეზების გამომძიებელი საერთაშორისო კომისიის ანგარიშში, რომელსაც ჰაიდი ტალიავინი ხელმძღვანელობდა. იმ დღეების მოვლენები სასწრაფო გადაწყვეტილებებს მოითხოვდა. რუსეთი იძულებული გახდა, გაეტარებინა აგრესორისთვის მშვიდობის იძულების ოპერაცია. 26 აგვისტოს ჩვენმა ქვეყანამ აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. უკანასკნელ წლებში ამ ქვეყნებმა მიაღწიეს მნიშვნელოვან პროგრესს დემოკრატიულ სახელმწიფოებად ჩამოყალიბებაში", - განაცხადა ზახაროვამ.
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)