10:29 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-08 14:07:57, 626 ნახვა

საზოგადოება
რიჟვაძე - დღეს პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე გაწირეს ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის, მისი დამოუკიდებლობისთვის

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმში 8 აგვისტოს გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ასევე, პატივი მიაგო ქობულეთში, სოფელ ცეცლაურში აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს და მემორიალი ყვავილებით შეამკო.

"დღეს ერთ-ერთი უმძიმესი დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში. პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე გაწირეს ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის, მისი დამოუკიდებლობისთვის. ქედს ვიხრი მათი გმირობის წინაშე, მათი ოჯახების წინაშე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომავალში თავიდან იქნას არიდებული ასეთი ტრაგედიები და მშვიდობიანი, პრაგმატული პოლიტიკით შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებ", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაეშვა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics