12:14 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-07 18:23:43, 778 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - თუ სახელმწიფო გვინდა, უნდა მოვიდეთ გონს და დავინახოთ სად არის ჩვენი საერთო საფრთხე

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფალაოზე მივიდა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, თუ ქვეყანას დამოუკიდებლობა სურს, ამისთვის ბრძოლაში ერთიანობა მნიშვნელოვანია.

"ჩვენ გვებრძვის მტერი, ხან ომით და ხან რბილი ძალით, რომელიც ამ ბოლო დროს ძალიან ჩანს და რომელსაც ჩვენი ერთიანობა სჭირდება. ასევე, განრისხებული ბუნება გვებრძვის და იმის წინაშეც გვჭირდება გაერთიანება. ისეთი განცხადებები ისმის, თუ სოციალურ ქსელში იწერება, რაც დღეს ჩემთვის მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი საქართველოსთვის და ქართველებისთვის მიუღებელია.

ჩვენ თუ გვინდა დამოუკიდებლობა, რისთვისაც ადამიანები იბრძოდნენ, რომლებიც აქ განისვენებენ, ჩვენ თუ ეს დამოუკიდებლობა ნამდვილად გვინდა და თუ სახელმწიფო გვინდა, უნდა მოვიდეთ გონს. დავინახოთ სად არის ჩვენი საერთო საფრთხე და ერთად ვებრძოლოთ საერთო მტერს და არა ერთმანეთს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics