12:14 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-07 14:10:39, 746 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - 15 წლის წინ რუსეთმა ომით რაც ვერ შეძლო, 15 წლის თავზე მიღწეული აქვს ივანიშვილს რუსული ხელისუფლების სახელით

15 წლის წინ პუტინის რუსეთმა ტანკებით, ომით, იარაღით რაც ვერ შეძლო, სამწუხაროდ, 15 წლის თავზე მიღწეული აქვს ბიძინა ივანიშვილს რუსული ხელისუფლების სახელით,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილმა, დღეს პარტიის ლიდერებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლებს პატივი მიაგო. 

“ამ გმირმა ბიჭებმა შეძლეს და წინააღმდეგობა გაუწიეს ტერორისტ პუტინს და მათ შეძლეს და შეინარჩუნეს საქართველოს სახელმწიფო. უმძიმესი საყურებელია, რომ 15 წლის შემდეგ, მაშინ, როდესაც ამ ვაჟკაცმა ბიჭებმა საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სამშობლოს თავი შესწირეს, პუტინის რუსეთმა ტანკებით, ომით, იარაღით რაც ვერ შეძლო, ჩვენდა სამწუხაროდ, 15 წლის თავზე მიღწეული აქვს ბიძინა ივანიშვილს და რუსული ხელისუფლების ხელით და ეს არის ძალიან მძიმე.

თითოეული ქართველის ვალია, ამ ბიჭების პატრიოტობა, ვაჟკაცობა დაფასდეს და შესაბამისად, თითოეული ქართველის ვალია, რუსული რეჟიმის, რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა, რომ 15 წლის თავზე არ გვქონდეს რეალობა, ვიღვიძებდეთ რუსული რეჟიმის, საოკუპაციო რეჟიმის პირობებში. დიდება გმირებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, ქართველი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს თავისუფლებისთვის ბრძოლაში”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. 

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან დღეს 15 წელი გავიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics