|
2023-08-02 18:38:46, 2285 ნახვა
ეკონომიკა
„მაზდა ცენტრი თეგეტა“ 2023 წლის „შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის“ მხარდამჭერი იყო
„შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებაა, რომელსაც უკვე 16 წელია ბათუმი მასპინძლობს. ყოველწლიური ჯაზ ფესტივალის მხარდამჭერი წელს იაპონური ბრენდი Mazda-ს ქართული წარმომადგენლობა, „მაზდა ცენტრი თეგეტა“ იყო. საფესტივალო სივრცეში MAZDA-ს ახალი პრემიუმ მოდელის CX60-ის პრეზენტაცია გაიმართა და ყველა მსურველს ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა, ბათუმშივე გაიაროს ტესტდრაივი. ამისთვის წინასწარი მარტივი რეგისტრაციაა საჭირო. ნოდარ ჭირაქაძე, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ ბრენდ დირექტორი: „მოხარულები ვართ, რომ გვქონდა შესაძლებლობა, ვყოფილიყავით საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკალური მოვლენის „შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის“ მხარდამჭერები. „მაზდა ცენტრი თეგეტასთვის“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, კულტურისა და ხელოვნების განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ მუდმივად მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ადგილობრივი არტისტების პოპულარიზაციას, ვიზრუნოთ ქართველ მსმენელებზე და ვიყოთ ხელოვნების ფესტივალებისა და კულტურული ღონისძიებების მხარდამჭერი“.
ფესტივალი 28 ივლისს დაიწყო და სამი დღე გაგრძელდა. ჯაზ ფესტივალის სტუმრებს „მაზდა ცენტრი თეგეტას“ კუთხესთან ფოტოების გადაღებისა და ამ დღის მოგონებების აღბეჭდვის შესაძლებლობა სამივე დღის განმავლობაში ჰქონდათ. ფოტოსტენდი MAZDA-ს იაპონური ტრადიციებისა და ჯაზ ფესტივალის თემატიკით იყო გაფორმებული. ფესტივალის ფარგლებში, აჭარის რეგიონის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მოესმინათ მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი არტისტებისთვის - BEDFORD FALLS, SOUL TRAIN, მარკუს მილერი და BROOKLYN FUNK ESSENTIALS. „შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის“ არტისტებსა და მსმენელს წელს ბათუმში მდებარე ახალმა სივრცემ „სთეიჯ 17“-მა უმასპინძლა. -- „მაზდა ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, Tegeta Cars-ში შემავალი კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)