04:46 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-02 18:41:02, 948 ნახვა

მსოფლიო
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - მხარს ვუჭერთ უკრაინას იმდენად, რამდენადაც ეს პოლონეთის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება

მხარს ვუჭერთ უკრაინას იმდენად, რამდენადაც ეს შეესაბამება პოლონეთის ეროვნულ ინტერესებს - ასე იყო და იქნება ყოველთვის, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პაველ იაბლონსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებების გამო, ბოლო დროს ორქვეყანას შორის ურთიერთობა "საუკეთესო არ არის".

ამასთან ერთად ის აღნიშნავს, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს გარკვეული ემოციები ჰქონდათ, მაგრამ პოლონეთის მიდგომა შემწყნარებელია, რადგან უკრაინას თავს დაესხნენ.

„საუბარი [უკრაინის ელჩთან] იქნება ძალიან გულწრფელი. იქნება ძალიან კონკრეტული, როგორც ყოველთვის. ჩვენ გადავცემთ ჩვენს შეფასებებს, როგორ გამოიყურება დღეს ჩვენი ურთიერთობები, რაც, სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის ბოლოდროინდელი განცხადებების გამო, არ არის საუკეთესო. არავინ მალავს [ამ ფაქტს]

ჩვენ ვხელმძღვანელობთ პოლონეთის ეროვნული ინტერესების პოლიტიკით. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას იმდენად, რამდენადაც ეს შეესაბამება პოლონეთის ეროვნულ ინტერესებს. ასე იყო და იქნება ყოველთვის“, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics