|
2023-07-31 17:11:20, 1551 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი კრივი-რიჰზე - ეს უკვე ერთგვარი ყოველდღიური გენოციდური რეალობაა
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის სამხედრო ძალების მიერ კრივი-რიჰზე მიტანილ საჰაერო იერიშს გამოეხმაურა. როგორც პოდოლიაკი აღნიშნავს, რუსეთის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმები ყოველდღიურ გენოციდურ რეალობად გადაიქცა. პოდოლიაკმა დასძინა, რომ საერთაშორისო სამართალი არასოდეს იმუშავებს, თუ აგრესორი მის უკან რეალურ ძალას ვერ დაინახავს. "ეს უკვე ერთგვარი ყოველდღიური გენოციდური რეალობაა. კრივი-რიჰში რუსულმა რაკეტამ კიდევ ერთი საცხოვრებელი კორპუსი გაანადგურა. 53 ადამიანი დაშავდა, 4 დაიღუპა, მათ შორის 45 წლის ქალი და მისი 10 წლის ქალიშვილი. საერთაშორისო სამართალი არასოდეს იმუშავებს, თუ აგრესორი მის უკან რეალურ ძალას ვერ დაინახავს. ძალა სწორედ უკრაინის ცის დახურვა, რაკეტსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის სისტემებია", - განაცხადა პოდოლიაკმა. შეგახსენებთ, დღეს დილით, რუსეთმა კრივი-რიჰზე სარაკეტო იერიში მიიტანა. ერთი რაკეტა ოთხსართულიან სასწავლო დაწესებულებას მოხვდა, მეორე კი საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, შედეგად ორივე შენობა ნაწილობრივ დაინგრა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)