08:16 - 20 Aug, 2026
|
2023-07-31 12:48:47, 1593 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსებმა კრივი-რიჰზე სარაკეტო იერიში განახორციელეს [ვიდეო]
რუსმა ოკუპანტებმა კრივი-რიჰზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. უკრაინული მედია შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელზე, იგორ კლიმენკოზე დაყრდნობით წერს, რომ თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა. კლიმენკოს განცხადებით, ერთი რაკეტა ოთხსართულიან სასწავლო დაწესებულებას, ხოლო მეორე მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, რის შედეგადაც ორივე შენობა ნაწილობრივ დაინგრა. "რუსებმა ორი რაკეტა ისროლეს. ერთი რაკეტა საგანმანათლებლო დაწესებულების ოთხსართულიან შენობას მოხვდა. ნანგრევების ქვეშ, სავარაუდოდ, ხალხია. მაშველები და პოლიცია მუშაობენ",- დაწერა კლიმენკომ სოციალურ ქსელში. პოლიცია ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს, რომ საჰაერო განგაშის დასრულებამდე თავშესაფრები არ დატოვონ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)