07:55 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-28 09:21:24, 1454 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ვეძებთ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რათა დავიცვათ ოდესა [ვიდეო]

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესაში ჩავიდა და რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანებული ფერისცვალების ტაძარი მოინახულა.

ზელენსკის თქმით, უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები სჭირდება.

„აქ, ფერისცვალების ტაძარში, რომლის დანგრევაც რუსეთმა სცადა, იგრძნობა, რომ ჩვენი ხალხი, ჩვენი სული უფრო ძლიერია, ვიდრე რუსული ტერორი. ჩვენ ვეძებთ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რათა დავიცვათ ოდესა, მთელი ჩვენი სამხრეთი. მადლობას ვუხდი მსოფლიოში ყველას, ვინც უკვე შეუერთდა ამ საქმეს ჩვენთან ერთად“,- განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, 23 ივლისს რუსმა ოკუპანტებმა ოდესაზე სარაკეტო იერიში განახორციელეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა ერთი და დაშავდა 22 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი.

თავდასხმიდან მალევე ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაზიანებული იყო ფერისცვალების ტაძარი, მეცნიერებათა სახლი და მიმდებარე საცხოვრებელი სახლები.

მოგვიანებით, ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ კიპერმა განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, იუნესკოს დაცვის ქვეშ მყოფ ოდესის ისტორიულ ცენტრში არქიტექტურის 25 ძეგლი დაზიანდა. 

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ოდესაში იერიში მიიტანეს იმ ობიექტებზე, სადაც "რუსეთის წინააღმდეგ ტერორისტული აქტები მზადდებოდა".









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics