04:46 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-27 15:45:49, 1345 ნახვა

მსოფლიო
რუსეთმა ICC-ის მოსამართლეზე, რომელმაც პუტინის დაკავების ორდერი გასცა, ძებნა გამოაცხადა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსამართლე ტომოკო აკანეზე, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი გასცა, რუსეთმა ძებნა გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია ТАСС-ი ავრცელებს.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოსამართლე ტომოკო აკანე "რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით" იძებნება, თუმცა არ არის დაკონკრეტებული, რომელი მუხლის დარღვევაში სდებენ მას ბრალს.

„ტომოკო აკანე. იაპონელი. იძებნება რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით“,- აღნიშნულია რუსეთის შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.

20 მარტს, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ICC-ის პროკურორის, კარიმ აჰმად ხანისა და მოსამართლეების როსარიო სალვატორე აიტალას, სერხიო გერარდო უგალდე გოდინესისა და ტომოკო აკანეს წინააღმდეგ.

ამასთან, მაისში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა კარიმ ხანსა და როსარიო აიტალას ბრალი დაუსწრებლად  წაუყენეს და ძებნილთა სიაში შეიყვანეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics