|
2023-07-26 11:45:16, 812 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - დიდ დიღომში, საფეხბურთო ცენტრის მიმდებარედ რეკრეაციული სივრცე მოეწყო
საბურთალოს რაიონის გამგეობამ დიდ დიღომში, ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრის მიმდებარედ, 5 000 კვ.მ ფართობზე რეკრეაციული სივრცე მოაწყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ადგილობრივი მოსახლეობის სურვილი - აღნიშნულ ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცე მოწყობილიყო, დაკმაყოფილებულია. „ადგილობრივი მოსახლეობა აღნიშნულ ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი პროექტის - საფეხბურთო მოედნის მოწყობას აპროტესტებდა. ისინი რეკრეაციულ სივრცეს ითხოვდნენ. მათი სურვილი შესრულებულია. საბურთალოს რაიონის გამგეობამ, აღნიშნულ მონაკვეთზე, 5 000 კვ.მ ფართობზე დასასვენებელი სივრცე მოაწყო. ტერიტორიაზე დაირგო, დაახლოებით, 600-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე, დამონტაჟდა საპარკო ინვენტარი, გარე განათების ქსელი და სარწყავი სისტემა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)