08:58 - 20 Aug, 2026
|
2023-07-26 10:26:08, 1897 ნახვა
ომი უკრაინაში
პროკუდინი - რუსებმა ხერსონის ოლქი 55-ჯერ დაბომბეს - დაიღუპა 2 და დაშავდა 3 ადამიანი
გასული 24 საათის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქი 55-ჯერ დაბომბეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ხერსონის ოლქის ხელმძღვანელი ალექსანდრე პროკუდინი სოციალურ ქსელში ავრცელებს. პროკუდინის თქმით, დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 3 დაშავდა. "ბოლო 24 საათის განმავლობაში, მტერმა განახორციელა 55 შეტევა, გაისროლა 300 ჭურვი ნაღმტყორცნებიდან, არტილერიიდან, გრადებიდან, ტანკებიდან, ავიაციიდან, ტანკსაწინააღმდეგო სისტემებიდან და უპილოტო საფრენი აპარატებიდან. რუსმა სამხედროებმა რეგიონის საცხოვრებელ კვარტლებს დაუმიზნეს. თავდასხმა მოხდა კახოვკის რაიონის ერთ-ერთი სასოფლო-სამეურნეო საწარმოს ტერიტორიაზე. რუსული აგრესიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა",- წერს პროკუდინი.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)