17:04 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-26 10:14:45, 687 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - EU-ში ინტეგრაციაზე გვჭირდება, რომ არასამთავრობოები იყვნენ არა ჩასაფრებული კრიტიკოსები, არამედ გულშემატკივრები

ქართველ ხალხს ახლა სჭირდება ევროკავშირში ინტეგრაციის მხრივ გულშემატკივრობა, ჩვენ გვჭირდება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ არა ჩასაფრებული კრიტიკოსები, არამედ ამ პროცესის გულშემატკივრები. თუ ისინიც გააცნობიერებენ, რომ  ეს არის ჩვენი საერთო ამოცანა, მაშინ წარმატება გარდაუვალია,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, კონფერენციაზე ევროკომისიის შუალედურ ანგარიშთან დაკავშირებით იყო მსჯელობა, რომელიც დადებითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს ქმნის.

„რაც შეეხება რეკომენდაციების შესრულებას, კონფერენციაზე ჩვენ შუალედურ ანგარიშთან დაკავშირებითაც გვქონდა მსჯელობა. თუ ავიღებთ ტემპებს, იქნება ეს საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, ვნახავთ, რომ ერთნაირია, 2-3 რეკომენდაცია ჩაითვალა შესრულებულად, სხვა რეკომენდაციებში არის მნიშვნელოვანი პრინციპული წინსვლა. სხვათაშორის, ეს არასამთავრობო სექტორმაც აღნიშნა, ივნისამდე არსებული მდგომარეობიდან განსხვავებით, ჩვენ ამ შუალედური ანგარიშით შეგვიძლია შევიქმნათ კონკრეტული წარმოდგენა, თუ რა მოლოდინი აქვს ევროკავშირს. ჩვენ კომუნიკაციაში ვართ ევროკავშირთან, რათა ეს მოლოდინი ერთმანეთს დაემთხვეს და არ დავიჩაგროთ უსამართლო გადაწყვეტილებით. ჩვენ როგორც ვიყავით ლიდერი, ასევე ვრჩებით ლიდერი არა მხოლოდ უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით, არამედ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, რომელსაც დეკემბერში მიენიჭა სტატუსი",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics