07:56 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-25 11:21:59, 1784 ნახვა

ომი უკრაინაში
რეზნიკოვი - უკრაინა ყირიმსა და ყირიმის ხიდზე შეტევას გააგრძელებს

უკრაინა გააგრძელებს შეტევას ყირიმსა და ყირიმის ხიდზე,- აღნიშნულის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსეი რეზნიკოვმა CNN-თან საუბრისას განაცხადა.

რეზნიკოვის თქმით, აღნიშნული ქმედება ხელს შეუწყობს უკრაინელების სიცოცხლის გადარჩენას.

„ყველა ეს სამიზნე არის ოფიციალური სამიზნე, რადგან ეს შეამცირებს ჩვენს წინააღმდეგ მათი ბრძოლის შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს უკრაინელების სიცოცხლის გადარჩენას”,- განაცხადა რეზნიკოვმა.

შეკითხვას არის თუ არა უკრაინის მიზანი ხიდის სამუდამოდ გათიშვა, რეზნიკოვმა ასე უპასუხა:

"ნორმალური ტაქტიკაა, გაანადგურო შენი მტრის ლოგისტიკური ხაზები, რათა შეაჩერო მეტი საბრძოლო მასალის, მეტი საწვავის, მეტი საკვების და ა.შ. მიღება. ამიტომ, ჩვენ გამოვიყენებთ ამ ტაქტიკას მათ წინააღმდეგ".

შეგახსენებთ, 17 ივლისს, ყირიმის ხიდზე აფეთქება მოხდა, რასაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსვერპლა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, აფეთქეება უკრაინის სპეცოპერაცია იყო, რომელშიც  უსაფრთხოების სამსახური და საზღვაო ძალები მონაწილეობდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics