|
2023-07-23 17:23:06, 2162 ნახვა
ომი უკრაინაში
წინასწარი მონაცემებით, ღამით რუსეთის თავდასხმის შედეგად, ოდესის ისტორიულ ცენტრში 25 არქიტექტურული ძეგლი დაზიანდა
რუსი ოკუპანტების მიერ წუხელ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, იუნესკოს დაცვის ქვეშ მყოფ ოდესის ისტორიულ ცენტრში, წინასწარი მონაცემებით, არქიტექტურის 25 ძეგლი დაზიანდა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს. „რუსებმა გამიზნულად გაუშვეს თავიანთი რაკეტები ოდესის ისტორიული ცენტრისკენ, რომელიც იუნესკოს დაცვის ქვეშ იმყოფება. ყველაფერი, რაც დიდი არქიტექტორების მიერ თავდაუზოგავი შრომით იქმნებოდა, ახლა ნადგურდება ცინიკური ბოროტმოქმედებების მიერ“,- წერს ოლეგ კიპერი სოციალურ ქსელში.
მისივე ინფორმაციით, დაზიანებულ ნაგებობს შორის XIX-XX საუკუნეების შენობებია. ცნობისთვის, რუსი ოკუპანტების მიერ ოდესაზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაიღუპა ერთი და დაშავდა 22 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვია. თავდასხმიდან მალევე ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაზიანებული იყო ფერისცვალების ტაძარი, მეცნიერებათა სახლი და მიმდებარე საცხოვრებელი სახლები.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ოდესაში იერიში მიიტანეს იმ ობიექტებზე, სადაც "რუსეთის წინააღმდეგ ტერორისტული აქტები მზადდებოდა".
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|




ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)