|
2023-07-23 15:35:40, 1634 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - შეწყვიტეთ იმის დაჯერება, რომ არსებობს სხვა გამოსავალი, გარდა რუსეთის უპირობო დამარცხებისა
შეწყვიტეთ იმის დაჯერება, რომ არსებობს სხვა გამოსავალი, გარდა რუსეთის უპირობო დამარცხებისა,- ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი რუსი ოკუპანტების მიერ ოდესაზე მიტანილ სარაკეტო იერიშს. პოდოლიაკის თქმით, რუსეთს განახლებული ტერორისტული ტაქტიკა აქვს, რომელიც რამდენიმე მიზანს ისახავს. "რუსეთის განახლებული ტერორისტული ტაქტიკა: განზრახ თავდასხმა სამხრეთის ქალაქების ისტორიულ ცენტრებზე, ოდესის დემონსტრაციული განადგურება, პორტის ინფრასტრუქტურის განადგურება, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის ფართომასშტაბიანი მცდელობები. ამ გზით რუსეთს სურს:
რა უნდა გაკეთდეს: გამოდით პოლიტიკური პროსტრაციიდან, დააჩქარეთ სარაკეტო თავდაცვის სისტემების მიწოდება, დაიცავით მარცვლეულის დერეფნები და პორტის ინფრასტრუქტურა, შეწყვიტეთ იმის დაჯერება, რომ არსებობს სხვა გამოსავალი, გარდა რუსეთის უპირობო დამარცხებისა",- წერს პოდოლიაკი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა ღამით ოდესაზე სარაკეტო იერიში განახორციელეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა ერთი და დაშავდა 22 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ფერისცვალების ტაძარი, მეცნიერებათა სახლი და მიმდებარე საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)