17:17 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-23 13:24:13, 1942 ნახვა

სამხედრო
საქართველოს თავდაცვის ძალები საინჟინრო გვარეობის დღეს აღნიშნავს

საქართველოს თავდაცვის ძალები 23 ივლისს საინჟინრო გვარეობის დღეს აღნიშნავს.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პროფესიული დღე სამხედრო საინჟინრო ქვედანაყოფების წარმომადგენლებმა დასავლეთში საჩვენებელი სწავლებით, ხოლო აღმოსავლეთში საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს.

"დასავლეთის სარდლობამ ამოცანაზე ორიენტირებული საინჟინრო წვრთნა „კოლხეთის ბარიკადი 2023“ ჩაატარა. „კოლხური ბარიკადი-2023” ორიენტირებული იყო საინჟინრო დაზვერვის, კონტრმობილურობის, მობილურობისა და სიცოცხლისუნარიანობის ოპერაციებზე.

 სწავლების განმავლობაში განხორციელდა დასავლეთის სარდლობის საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის, მე-2 და მე-3 ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ასეულების ოცეულების ტაქტიკური ჯგუფების ერთობლივი მოქმედებები და სინქრონიზება. თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ სამხედრო მოსამსახურეები თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის სხვადასხვა ხარისხის მედლებით დააჯილდოვა და დაკისრებული მოვალეობის მაღალხარისხიანად შესრულებისთვის ფასიანი საჩუქრები გადასცა. 

აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო საინჟინრო ბატალიონში პროფესიული დღე საზეიმოდ აღინიშნა. 31 წლისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონია საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და პროფესიული დღე მიულოცა. სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები, საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი და სერტიფიკატები გადაეცათ. 

ღონისძიება "მხიარული სტარტებით’’ გაგრძელდა, რომელშიც სამხედრო მოსამსახურეების შვილებმა მიიღეს მონაწილეობა. მოწვეულმა სტუმრებმა სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი ტექნიკა და შეიარაღებაც დაათვალიერეს",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსების მიერ რუსთაველის თეატრში დადგმულ სპექტაკლს კრიტიკა მოჰყვა, რეჟიმის კულტურის სამინისტრო თავს იმართლებს
თაზო დათუნაშვილი რეჟიმის ინიციატივაზე აკონტროლოს ხალხი - ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით
მიქელაძე - ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ
ონიანი - დაანონსებული მექანიზმი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics