|
2023-07-21 10:43:11, 1627 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთი ოდესის რეგიონში „კალიბრის“ ტიპის რაკეტებით მარცვლეულის ტერმინალებს დაესხა თავს
რუსეთი სამხრეთ ოდესის რეგიონში „კალიბრის“ ტიპის რაკეტებით მარცვლეულის ტერმინალებს დაესხა თავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი სოციალურ ქსელში ავრცელებს. კიპერის თქმით, თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. "სამწუხაროდ, რაკეტები ოდესის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მარცვლეულის ტერმინალებს მოხვდა. მტერმა გაანადგურა 100 ტონა ბარდა და 20 ტონა ქერი“,- განაცხადა კიპერმა. როგორც უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალების საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალია გუმენიუკმა თქვა, რაკეტები დაბალ სიმაღლეზე იყო გაშვებული და მათი აღმოჩენა რთული იყო. „მტერი აგრძელებს ტერორს და ეს ტერორი უდავოდ დაკავშირებულია "მარცვლეულის შეთანხმებასთან". ღამით მტერი ოდესის ოლქში თავს დაესხა სასოფლო-სამეურნეო საწარმოს, სადაც მარცვლეულის მარაგის განადგურებას შეეცადა. თავდაპირველად იყო ორი რაკეტა და როდესაც დაიწყო სამაშველო ოპერაცია, ხანძრის ჩაქრობა, ისევ განხორციელდა სარაკეტო დარტყმა. საბედნიეროდ, მაშველებმა თავშესაფარში მისვლა მოახერხეს, მაგრამ დაზიანდა ბევრი სასოფლო-სამეურნეო და სამაშველო ტექნიკა“,- განაცხადა გუმენიუკმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)