|
2023-07-21 10:28:45, 1347 ნახვა
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თიანეთში 2 უკანონო სანახშირე გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თიანეთის მუნიციპალიტეტში ნახშირის უკანონო გამოწვის 2 ფაქტი გამოავლინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამნეტი ავრცელებს. მათი ცნობით, დაურეგისტრირებელი სანახშირეები მოქალაქეებს სოფელ ალოტის მიმდებარე ტყეში ჰქონდათ მოწყობილი. „მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სამართალდარღვევების მიმართ ოქმები ნახშირის წარმოების რეგლამენტის დარღვევისა და ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ტექნიკური ანგარიშის არქონის ფაქტებზე შეადგინეს და სანახშირეების დემონტაჟი მოახდინეს. მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონის დარღვევის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტულია. დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, 2023 წლის 1 იანვრიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით 114 უკანონო სანახშირეა გამოვლენილი. თითოეულ სამართალდარღვევაზე მყისიერი რეაგირება მოხდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)