|
2023-07-20 09:38:10, 1147 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ და GFA-ის ინიციატივით, აგროსექტორის ტექნოლოგიურ გამოწვევებზე შეხვედრა გაიმართა
"საქართველოს ბანკი", როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას. სწორედ ამ მიზნით, ბანკი არაერთ ინიციატივას ახორციელებს. აგრომიმართულებით წარმოების მოცულობის გაზრდისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის, "საქართველოს ბანკისა" და "საქართველოს ფერმერთა ასოციაციის" ინიციატივით, 18 ივლისს ქუთაისში, სასტუმრო Best Western Kutaisi-ში აგროსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც დარგის ექსპერტებმა მონაწილეებს აგრომიმართულებით არსებული ტექნოლოგიური გამოწვევებისა და მათთან გამკლავების გზების შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს. შეხვედრაზე სპიკერებმა მონაწილეებს გააცნეს აგრომიმართულებით არსებული თანამედროვე ინსტრუმენტები. მათ შორის, განიხილეს ირიგაციისა და ფერტიგაციის ახალი მეთოდები, სატელიტური მონიტორინგის შესაძლებლობები, მეტეოროლოგიური სადგურების, ამინდზე დაფუძნებული ტექნოლოგიებისა და სხვადასხვა პლატფორმების მეშვეობით ფენოლოგიური ფაზებისა და პროდუქტიულობის რუკის შედგენის ხერხები. შეხვედრას აგრო სექტორის 40-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. ღონისძიების სპიკერები იყვნენ: • ედვარდ შერმადინი, აგროექსპერტი; • ილია კუნჭულია, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის აგრონომი და სერტიფიცირების პროფესიონალი; • ალექსანდრე მელქაძე, საქართველოს ბანკის აგრო მიმართულების ხელმძღვანელი. „საქართველოს ბანკი" აქტიურ რეჟიმში განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას. სწორედ ამ მიზნით, "საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან" თანამშრომლობით, აგროსექტორის წარმომადგენლებთან აგრომიმართულებით თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ შეხვედრა გაიმართა. მიგვაჩნია, რომ ჩვენი ინიციატივა ხელს შეუწყობს ინოვაციური ტექნოლოგიების ბიზნეს პროცესებში იმპლემენტაციას, რაც თავისთავად, წარმოების ზრდასა და განვითარებას განაპირობებს. გვახარებს ჩვენი ინიციატივის მიმართ დაფიქსირებული მაღალი ინტერესი. რაც გვაძლევს მოტივაციას, შევქმნათ მცირე და საშუალო ბიზნესების ზრდის მხარდაჭერისთვის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები“, - აღნიშნავს "საქართველოს ბანკის" აგრო პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი, ალექსანდრე მელქაძე.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)