23:27 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-19 16:00:24, 1591 ნახვა

რეგიონი
უშანგი ყურაშვილმა სოფელ ხოვლეში ძიუდოს ჯგუფს სპორტული ინვენტარი გადასცა

ვეტერანებს შორის ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონმა, ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა უშანგი ყურაშვილმა სოფელ ხოვლეში ახლად ჩამოყალიბებულ ძიუდოს ჯგუფს კიმანოები, სამბოს ჩოხები და სავარჯიშო სპორტული ინვენტარი გადასცა.

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, უშანგი ყურაშვილი მოჭიდავეებს მუნიციპალიტეტის მერთან ვახტანგ მაისურაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან, ხოვლეს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელ თამაზ ხუციშვილთან, საკრებულოს  დეპუტატებთან გიორგი მჭედლიშვილთან,  სოსო მამულაშვილთან და ალექსანდრე ბიძინაშვილთან ერთად ვარჯიშის დროს სტუმრობდა.

"უშანგი ყურაშვილი - კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეს მკვიდრი - ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონი ვეტერანებს შორის, საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი.

ქველმოქმედი ადამიანი, რომელიც შრომობს თავდაუზოგავად და მოქმედებს სხვების სასარგებლოდ არაფრის მოლოდინის გარეშე.

დიახ, ასეთი გახლავთ უშანგი ყურაშვილი, რომელიც აქტიური სპორტული ცხოვრების შემდეგ აქტიურ ქველმოქმედებას ეწევა და ზრუნავს ქართული ჭიდაობის ხელშეწყობასა და განვითარებაზე.

მეცენატის უახლესი ქველმოქმედება 18 ივლისს, სოფელ ხოვლეში ახლად ჩამოყალიბებული ძიუდოს ჯგუფის (მწვრთნელი ბექა მიქუტიშვილი) ბავშვებისთვის გადაცემული კიმანოები, სამბოს ჩოხები და სავარჯიშო სპორტული ინვენტარია.

უშანგი ყურაშვილმა აღნიშნა, რომ შედეგი ყოველთვის მიიღწევა სრულყოფილი ვარჯიშით, პასუხისმგებლობით და პატარა მოჭიდავეებს ამის გათვალისწინება სთხოვა. თავის მხრივ კი, სამომავლოდ მეტ ხელშეწყობას დაპირდა",- ნათქვამია კასპის მერიის ინფორმაციაში.

მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მაისურაძემ უშანგი ყურაშვილს ქველმოქმედებისთვის მადლობა გადაუხადა.

"დღევანდელი დღე არის არა მარტო ქველმოქმედება, არამედ მოტივაციაა რომელიც აუცილებელია ბავშვების მომავლისთვის. მადლობა ამისთვის უანგარო მეცენატს უშანგი ყურაშვილს და სკოლის დირექტორს, ქალბატონ ლიანა ჯალალს სპორტული დარბაზით უსასყიდლოდ სარგებლობისთვის",- განაცხადა ვახტანგ მაისურაძემ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics