19:14 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-19 14:25:52, 827 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - სააკაშვილმა, მისმა პარტიამ და ოჯახმა ლობისტებს საქართველოს დასანქცირება შეუკვეთა

მიხეილ სააკაშვილმა, მისმა პარტიამ და მისმა ოჯახმა თავის ლობისტებს შეუკვეთა საქართველოს დასანქცირება,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, "ქვეყნის შიგნით და გარეთ "ნაცმოძრაობა" და მისი დავალების მიმცემები საქართველოს დაზიანებას ცდილობდნენ".

„ფარა" არის იმ კანონის ანალოგი, რომელთან დაკავშირებითაც 7-9 მარტს თბილისში იყო აქციები და ასევე იყო მცდელობა ამ შემთხვევაში პრაქტიკულად, წარმატებული, რომ საქართველოში რუსული კანონი დაერქმიათ. ამ კანონის საფუძველზე და მისი მეშვეობით ქართული და საერთაშორისო საზოგადოება იგებს დღეს ამბავს, რომ სააკაშვილის ავადმყოფობის "გაპიარების გარდა", მისი ლობისტები, რომლებიც ამაში მილიონობით დოლარს იღებენ, ზრუნავენ იმაზე, რომ საქართველო იქნას დასანქცირებული. ანუ მიხეილ სააკაშვილმა, მისმა პარტიამ და მისმა ოჯახმა თავის ლობისტებს შეუკვეთა საქართველოს დასანქცირება და გასცდა მისი ავადმყოფობის შესახებ "პიარ კამპანიის" ფარგლებს ამგვარად. ასევე, ჩვენ ვიგებთ რეზოლუციების შესახებ ამბავს, რომლითაც ქვეყნის შიგნით და გარეთ "ნაცმოძრაობა" და მისი დავალების მიმცემები ცდილობდნენ საქართველოს დაზიანებას, ხოლო მისი ტექსტი, პროექტი, "დრაფტი" შედგენილია სააკაშვილის ოჯახის და მისი პარტიის დაქირავებული ლობისტების მიერ",- განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics