07:10 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-18 17:09:52, 1279 ნახვა

მსოფლიო
ევროსასამართლომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ 2021 წელს შეტანილი სარჩელი უსაფუძვლოდ ცნო

ევროსასამართლომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ 2021 წელს შეტანილი სარჩელი უსაფუძვლოდ ცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 2021 წელს მოსკოვმა უკრაინის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი საჩივარი შეიტანა ბრალდების 10 ჯგუფით, სადაც რუსეთი უკრაინას 2014 წელს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებში, MH17-ის ჩამოვარდნაში, რუსეთის ტერიტორიების დაბომბვაში, იძულებით გადასახლებაში, ხმის მიცემის უფლებაში ჩარევაში, რუსული ენის გამოყენების შეზღუდვასა და რუსეთის საელჩოებსა და საკონსულოებზე თავდასხმაში ადანაშაულებდა.

BBC-ის ცნობითვე, მოსკოვი ასევე ჩიოდა ჩრდილოეთ ყირიმის არხის გადაკეტვაზე და ევროსასამართლოს დროებითი ზომების გამოყენებას სთხოვდა.

"სასამართლომ რუსეთის საჩივარი ყველა თვალსაზრისით უსაფუძვლოდ მიიჩნია და აღნიშნა, რომ 2014 წლიდან უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ადრე შეტანილ თითქმის 8,5 ათას ინდივიდუალურ განცხადებას განიხილავს",- წერს გამოცემა.

ამასთან, როგორც უკრაინის იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 33-ე მუხლით იყო შეტანილი და ის უკრაინის წინააღმდეგ ერთადერთ სახელმწიფოთაშორისი საჩივარს წარმოადგენდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics