|
2023-07-15 15:51:34, 1190 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - ევროპარლამენტარებმა საზოგადოებასა და ქვეყანას ბოდიში უნდა მოუხადონ
ევროპარლამენტარებმა ნაცვლად იმისა, რომ მოგვმართონ და გარკვეული რჩევები მოგვცენ, ბოდიში უნდა მოუხადონ ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს ქვეყანას,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული "დეზინფორმაციული კამპანია" უნდა დასრულდეს. "მე ვფიქრობ, რომ ეს მორიგი მცდელობა არის ახალი სპექტაკლის დადგმის, იგივე ეს წერილები რაც ჩვენ მივიღეთ, თუნდაც ევროპარლამენტარებისგან და მე მინდა ასევე გავიმეორო ის, რაც ჩვენი გუნდის წევრებმა თქვეს უკვე, რომ ჩვენ ნაცვლად იმისა, რომ მათ მოგვმართონ და გარკვეული რჩევები მოგვცენ, მე მათ კიდევ ერთხელ შევახსენებდი, რომ მათ ბოდიში უნდა მოუხადონ ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საზოგადოებას, აი, ამ დეზინფორმაციულ კამპანიაში მონაწილეობისთვის, რაც მათ იკადრეს, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილი მოწამლა მთავრობამ და კვდება და ასე შემდეგ. ამიტომ, ეს საკითხი მინდა, რომ დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს",- განაცხადა პრემიერმა. შეგახსენებთ, რომ 44-მა ევროპარლამენტარმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს წერილით მიმართა, სადაც ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, მხარი დაუჭირონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში გადაყვანას.
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)