|
2023-07-15 15:27:56, 1220 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი პოლონელ ექიმზე - შესაძლოა, სხვა განზრახვები ჰქონოდათ - დრო გვაჩვენებს
ალბათ, რაღაც გარკვეული სხვა განზრახვები, შესაძლოა, ჰქონოდათ მათ - ამას დრო გვაჩვენებს, რა იდგა ამ ნიმუშების დამალვის იდეის უკან,- ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, პოლონელი ექიმი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის გატანას მალულად, ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა. როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, "საკითხი თავიდან ბოლომდე პოლიტიზებულია". "უბრალოდ სამარცხვინოა რაც მოხდა, მე ვფიქრობ, შემაშფოთებელი ფაქტი. თავადვე მათ მოახდინეს ამ პროცესის დისკრედიტაცია, როცა თქვენ იხილეთ კადრები, ჩვენ ვალდებული ვიყავით, გაგვევრცელებინა ის კადრები, როცა დამალეს ის ნიმუშები, რაც მათ აიღეს ოფიციალურად, ჩვენი თანხმობის შემდეგ. ეს, რა თქმა უნდა, მიუთითებს კიდევ ერთხელ, რომ ეს საკითხი არის პოლიტიზებული თავიდან ბოლომდე. ალბათ, რაღაც გარკვეული სხვა განზრახვები, შესაძლოა, ჰქონოდათ მათ - ამას დრო გვაჩვენებს, რა იდგა ამ ნიმუშების დამალვის იდეის უკან, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა, ჩვენ არავის აღარ მივცემთ უფლებას და საშუალებას, რომ ამ საკითხით დააბნიონ საზოგადოება, საერთაშორისო თანამეგობრობა შეიყვანონ შეცდომაში",- თქვა პრემიერ-მინისტრმა. ცნობისთვის, გუშინ, 14 ივლისს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება და ვიდეოკადრები გაავრცელა. განცხადების თანახმად, ვიზიტის განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა "გაუგებარ ინციდენტს", კერძოდ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა.
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)