20:32 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-15 09:26:42, 1023 ნახვა

პოლიტიკა
ბრეგაძე - მივმართავ საგარეო უწყებას, სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის დროს მომხდარ ინციდენტზე საელჩოს პოზიცია მოისმინოს

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მიმართავს თხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროს,  პოლონელი ექიმის მიერ მიხეილ სააკაშვილის ნიმუშის მალულად გატანის მცდელობაზე პოლონეთის საელჩოს პოზიცია მოისმინოს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ბრეგაძის თქმით, ერთ-ერთი პოლონელი ექიმი „ვივამედიდან“ ნიმუშის გატანას მალულად, ფეხსაცმლით ცდილობდა მიუხედავად იმისა, რომ მედიკოსებს მიეცათ ოფიციალური წესით აღებული ნიმუშის გატანის უფლება.

„მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული და კანონმდებლობასთან შეუთავსებელი ქმედებებისგან. გამომდინარე იქიდან, რომ პოლონეთის საელჩო ჩართული იყო ექიმების ჩამოყვანის პროცესში და იყო მათი რეკომენდატორი, საგარეო საქმეთა მინისტრს მივმართავ თხოვნით, რომ მოისმინოს საელჩოს პოზიცია აღნიშნულ ინციდენტზე...

ნიმუშის აღების შემდეგ ის ოფიციალურად უნდა დაილუქოს – არსებობს შესაბამისი წესები და ის არ უნდა განთავსდეს წინდაში. ასეთი, რბილად რომ ვთქვათ, არაეთიკური ქმედების მიზანი რა იყო, პირადად ჩემთვის სრულიად გაუგებარია“,- განაცხადა ბრეგაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics