20:30 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-14 20:25:57, 776 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი პოლონელი ექიმების ვიზიტზე - პოლონეთში მალე არჩევნებია და ეს პოლონეთის შიდა თემაც არის, როდესაც სააკაშვილს მოწინავე პოლიტიკურ პროპაგანდას უკავშირებენ

ექიმებს ყველა ქვეყნიდან შეუძლიათ რომ ჩამოვიდნენ და სახელმწიფო ხელს შეუწყობს, რომ ისინი შევიდნენ სააკაშვილთან, ჩაატარონ შემოწმება, მაგრამ პოლონეთს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს იცით თქვენ კაჩინსკის სააკაშვილის პიროვნული ურთიერთობები, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

ვოლსკის თქმით, სააკაშვილის და კაჩინსკის პირადი ურთიერთობების გარდა, პოლონელი ექიმების "ვივამედში" ვიზიტის ერთ-ერთი მიზეზი, პოლონეთის შიდა პოლიტიკური პროპაგანდის  ნაწილიცაა, ვინაიდან ქვეყანაში მალე არჩევნებია.

"პოლონეთის დღევანდელ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც საკმაოდ ძლიერი ოპოზიცია უპირისპირდება, პოლონეთში მალე არჩევნებია და სენტიმენტების გარდა, რასაკვირველია ეს პოლონეთის შიდა თემაც არის, როდესაც სააკაშვილს თავიანთ მოწინავე პოლიტიკურ პროპაგანდას უკავშირებენ", - აღნიშნა ვოლსკიმ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics