|
2023-07-12 14:15:49, 840 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - უკრაინა რამდენიმე თვეში გახდება ნატოს წევრი, ხოლო საქართველო „მშრალზე“ დარჩა
უკრაინა რამდენიმე თვეში გახდება ნატოს წევრი, ხოლო საქართველო დარჩა “მშრალზე” და ძალიან საშიშ ზონაში,- ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში მიმდინარე ნატოს სამიტს. როგორც ექსპრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, საქართველოს შეეძლო, უკრაინის მსგავსად, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გამარტივებული პროცედურა მიეღო. "გუშინ ვილნიუსში საქართველო უკრაინას ჩამოაშორეს, არადა საქართველოს შეეძლო მიეღო ის, რაც მიიღო უკრაინამ, კერძოდ, ნატოში გაწევრიანების გამარტივებული პროცედურა. საქართველოს, უკრაინისგან განსხვავებით, ყოველგვარი ომის გარეშე, ბევრად შეეძლო უფრო დაცული და შემდგომი რუსული აგრესიისგან დაზღვეული ყოფილიყო. საქართველომ არა მხოლოდ ვერაფერი მიიღო, არამედ გაჩნდა ჩანაწერი, რომ საჭიროა, რეფორმებში პროგრესი, რაც დიპლომატიური ენიდან ითარგმნება ისე, რომ სიტუაცია არის მძიმე. ფაქტია, რომ უკრაინა რამდენიმე თვეში გახდება ნატოს წევრი, ხოლო საქართველო დარჩა “მშრალზე” და ძალიან საშიშ ზონაში. გუშინდელი დღის შემდეგ თითოეული ქართველი უფრო დაუცველია და თუ თვითონ ქართველებმა არ შეცვალეს ვითარება, ქვეყნის არსებობა საფრთხეშია",- წერს სააკაშვილი. ცნობისთვის, გუშინ, 11 ივლისს ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის სამიტის პირველი დღის შედეგების შემდეგ, ორგანიზაციის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ უკრაინისთვის MAP-ი (ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა) გააუქმონ. რაც შეეხება საქართველოს, როგორც გამოქვეყნებულ კომუნიკეშია ნათქვამი, ნატო "ადასტურებს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი წევრობის სამოქმედო გეგმით, MAP-ით, რაც პროცესის განუყოფელი ნაწილია".
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)