|
2015-02-10 09:32:17, 1225 ნახვა
სამართალი
შსს–მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩაატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1945 წელს დაბადებული მურად წ. ბაღდათში დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბაღდათში, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად სხვადასხვა დასახელების და მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალები ამოიღეს: ქარხნული წესით დამზადებული უნომრო შაშხანა, ქარხნული წესით დამზადებული, შაშხანის რგოლური აალების 5 ვაზნა, ქარხნული წესით დამზადებული რგოლური აალების პისტოლეტის 9 ვაზნა, ქარხნული წესით დამზადებული გლუვლულიანი, სამლულიანი სანადირო თოფი, ორლულიანი შიგაჩახმახიანი სანადირო თოფი, 12-კალიბრიანი ერთლულიანი სანადირო თოფი, „გლოკ-18“-ის მოდელის პისტოლეტი, „სმიტ-ვენსონ მოდ-910“-ის პისტოლეტი და ქარხნული წესით დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღის 50 ვაზნა. სამართალდამცველებმა მურად წ-ს საცხოვრებელი სახლიდან ასევე ამოიღეს სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღის ნაწილები. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)