|
2023-07-10 13:30:20, 1291 ნახვა
სამართალი
საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული 9 პირიდან 8-ს პატიმრობა შეუფარდა, ერთი კი გაამართლა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული 9 პირიდან ერთი - ვალერი გობეჯიშვილი გაამართლა, ხოლო რვას პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. კლდიაშვილის გადაწყვეტილებით, "გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს, გიორგი ვახტანგიშვილს, დევი კახოიძეს, ლაშა ჭიღიტაშვილს, ბექა მურღვლიანს 3-3-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ. ნუგზარ ქიტიაშვილსა და დავით თუშიშვილს 3.6-ით, ხოლო გიორგი გობეჯიშვილს 4- წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 9 პირი 18 ოტქომბერს დააკავა. გენერალურმა პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად 19 ოქტომბერს წარუდგინა და საქმესთან დაკავშირებული ვიდეომტკიცებულებაც გამოაქვეყნა. 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის ახლადგახსნილ შადრევანში 3 მოსწავლეს დენმა დაარტყა. მათგან 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი კი დაშავდა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)