|
2023-07-09 12:39:02, 1563 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეროვნული გვარდიის მეთაურად ალექსანდრე პივნენკო დანიშნა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეროვნული გვარდიის მეთაურად საბრძოლო ოფიცერი ალექსანდრე პივნენკო დანიშნა. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა ლვოვში თურქეთიდან „აზოვის“ მეთაურებთან ერთად დაბრუნების შემდეგ განაცხადა. პრეზიდენტმა ეროვნული გვარდიის ახალ მეთაურს გამარჯვება უსურვა. „ჩვენს შორის ახლა არის უკრაინის გმირი ალექსანდრე პივნენკო, ეროვნული გვარდიის ძლიერი ჯარისკაცი, საბრძოლო ოფიცერი, გამოირჩეოდა რუს ოკუპანტებთან ბრძოლებში, კერძოდ, ბახმუტისთვის ბრძოლებში. უკრაინის გმირი ალექსანდრე პივნენკო უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაურად დავნიშნე“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. შეგახსენებთ, უკრაინაში, თურქულ მხარესთან მოლაპარაკების შემდეგ, "აზოვსტალის" ხუთი დამცველი დენის პროკოპენკო, სვიატოსლავ პალამარი, სერხი ვოლინსკი, ოლეგ ხომენკო და დენის შლეგა დაბრუნდნენ. ჯარისკაცები რუსული ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ თურქეთში იმყოფებოდნენ. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დამცველებს სტამბოლის აეროპორტში დახვდა და მათთან ერთად ლვოვში ჩავიდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)