|
2023-07-09 11:18:11, 1572 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი „აზოვის“ პოლკის მეთაურებთან ერთად ლვოვში ჩავიდა [ვიდეო]
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, "აზოვის" პოლკის მეთაურებთან ერთად, ლვოვში ჩავიდა. აღნიშნულ ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ანტონ გერაშენკო ავრცელებს. გერაშენკოს ინფორმაციით, პრეზიდენტმა შეკრებილ მოქალაქეებს, ადგილობრივ ხელისუფლებასა და სასულიერო პირებს სიტყვით მიმართა. "ისინი იბრძოდნენ უკრაინისთვის, იბრძოდნენ გმირულად. მათ გაიარეს რუსული ტყვეობა, შემდეგ თურქეთში იყვნენ 300 დღეზე მეტი. დროა, ისინი სახლში დაბრუნდნენ“,- განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 16 მაისს მარიუპოლში მდებარე "აზოვსტალის" ქარხნის უკრაინელი მცველები 3-თვიანი ალყის შემდეგ რუსულ ძალებს დანებდნენ. უკრაინელი სამხედროები რუსებმა დონეცკის ტერიტორიაზე, ქალაქ ოლენივკაში გადაიყვანეს. სექტემბერში, გაცვლის ფარგლებში, გაათავისუფლეს უკრაინელი დამცველები, რომელთა შორისაც "აზოვის" პოლკის მეთაურები - დენის პროკოპენკო, სვიატოსლავ პალამარი, სერხი ვოლინსკი, დენის შლეგა და ოლეგ ხომენკო იყვნენ. აღნიშნულის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მცველები თურქეთში იქნებოდნენ. ამას ითვალისწინებდა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მიღწეული შეთანხმება. დენის პროკოპენკო, სვიატოსლავ პალამარი, სერხი ვოლინსკი, დენის შლეგა და ოლეგ ხომენკო უკრაინაში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად სწორედ თურქეთიდან დაბრუნდნენ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)