00:34 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-07 17:35:21, 976 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს ნიკოლ ფაშინიანი ეწვია

საქართველოს სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფაშინიანს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დახვდა.

დახვედრის ცერემონიაში ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მიიღო  მონაწილეობა.

ნიკოლ ფაშინიანის თანმხლებ დელეგაციაში შედიან სომხეთის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლები.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების შეხვედრები, როგორც პირისპირ, ისე  გაფართოებულ ფორმატებში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics