|
2023-07-07 15:29:04, 1424 ნახვა
რეგიონი
მთიანი აჭარის 10-მდე ტურისტულ მიმართულებაზე მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა
მთიან აჭარაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება მიმდინარეობს. მირვეთი, ღომა, ნამეფვარი, ბრილი, ჩალეწილები, ლელთის ტბა იმ 10-მდე ტურისტულ მიმართულებას შორისაა, სადაც მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურა და საპიკნიკე სივრცეები ეწყობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, საპიკნიკე სივრცეების მოწყობა-განახლება ძირითადად აჭარის მუნიციპალიტეტებში არსებულ ტურისტულ ბილიკებზე მიმდინარეობს. მათ შორის ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული ადგილია სოფელი მირვეთი, სადაც ულამაზეს ჩანჩქერთან მისასვლელი ბილიკის კეთილმოწყობა და მოსასვენებელი სივრცეების განახლება მიმდინარეობს. ბილიკზე მიმდინარე სამუშაოებსა და ტურისტულ ადგილებს ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, ხელვაჩაურის მერიის წარმომადგენლებთან, საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად გაეცნო. იქვე გიდებისა და ადგილობრივების ჩართულობით განიხილეს ყველა ის შესაძლებლობა, რაც მირვეთსა და ზოგადად, სოფლად არსებულ ტურისტულ მიმართულებებს განვითარებაში დაეხმარება. „სოფელი მირვეთი მაჭახელას ხეობაში, ბათუმიდან 27 კილომეტრში მდებარეობს. მთისა და ზღვის ჰაერით გაჯერებული მირვეთი ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია აჭარაში, მყუდრო, მწვანეში ჩაფლული ჭოროხის ნაპირებით. სოფელში შეხვდებით გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზის ხეივანს, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი და XII საუკუნეში აგებულ თაღოვან ხიდის. ბზის ხეებით დაბურულ ხეობაში მდებარე მირვეთის ჩანჩქერი 20 მეტრის სიმაღლიდან ეშვება. აქვეა მოწყობილი საპიკნიკე ტერიტორიაც, სადაც კარვების გაშლა, მდინარეში ბანაობა და კატერით გასეირნებაა შესაძლებელი. აჭარაში ახალ და საინტერესო ტურისტულ პროდუქტებზე მიმდინარეობს მუშაობა. ხიხანის ციხეზე ასასვლელი ტურისტული ბილიკისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, ჯვარიმინდორის ტურისტული თავშესაფრები, საპიკნიკე სივრცეები და სამთო ველობილიკი იმ პროექტებს შორისაა, რომლებსაც რეგიონი ტურისტებს სთავაზობს. მიმდინარე წელს, ასევე იგეგმება რეგიონში არსებულ 5-მდე ჩანჩქერთან და გულების ციხესთან მისასვლელი ბილიკებისა და გადმოსახედი კოშკურის დაპროექტება, რომლის მოწყობაც უკვე შემდეგ წელს დაიწყება. ბოლო წლებში, მთიან აჭარას ჯამში 5-ზე მეტი ახალი საპიკნიკე ზონები შეემატა. ჯამში, კი აჭარაში 25-ზე მეტი ტურისტული საფეხმავლო-სათავგადასავლო მარშრუტია, სადაც ტურისტებს მოგზაურობა შეუძლიათ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)