|
2023-07-06 19:59:41, 1316 ნახვა
სამართალი
პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილისთვის 3 მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს
საქართველოს პროკურატურა ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილისთვის სამი მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს. ამის შესახებ ბრალდებამ სასამართლოს შუამდგომლობით აღკვეთის სხდომაზე მიმართა. თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე საქალაქო სასამართლოში პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლოს მიმართა და აღნიშნა, რომ მას ბოლო სამი კვირის განმავლობაში "ჩაბურული მინებით მანქანები უთვალთვალებდნენ" „მინდა განვაცხადო, რომ ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში ჩემს მანქანას სამართალდამცველების მანქანები დაჰყვებიან. დამდევენ მანქანები. 6-7 მანქანა. ყოველ დღე იცვლებიან. 2-2, 3-3 დადიან, მუდმივად. არ ვიცი ეს რამდენად კანონიერია. მითვალთვალებენ. ჩაბურული მინებით არიან. ამის დაფიქსირება მინდა”, - განაცხადა ბაჩიაშვილმა. ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილმა 39 215 820 აშშ დოლარის ღირებულების ბიტკოინი მიითვისა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)