|
2023-07-05 17:43:29, 1438 ნახვა
ომი უკრაინაში
მედვედევი - ომი შეიძლება რამდენიმე დღეში დასრულდეს, თუ დასავლეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას შეწყვეტს
ნებისმიერი ომი შეიძლება სწრაფად დასრულდეს, ან სამშვიდობო ხელშეკრულებით, ან იმგვარად, რაც აშშ-მა გააკეთა 1945 წელს, როდესაც მათ გამოიყენეს ბირთვული იარაღი იაპონიის ქალაქების წინააღმდეგ, - ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. მისივე თქმით, ომი შეიძლება რამდენიმე დღეში დასრულდეს, თუ დასავლეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას შეწყვეტს. „ზოგადად, ნებისმიერი ომი, თუნდაც მსოფლიო ომი, შეიძლება ძალიან სწრაფად დასრულდეს ან თუ სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს, ან თუ გააკეთებთ იმას, რაც ამერიკელებმა გააკეთეს 1945 წელს, როდესაც გამოიყენეს თავიანთი ბირთვული იარაღი და დაბომბეს იაპონიის ორი ქალაქი. მათ მართლაც მაშინ შეაჩერეს სამხედრო კამპანია. ფასი თითქმის 300 000 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლეა“, - განაცხადა მედვედევმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)