12:05 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-05 09:12:00, 1690 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სახურავზე ასაფეთქებლის მსგავსი ობიექტები განათავსეს

ჩვენი დაზვერვისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რამდენიმე ენერგობლოკის სახურავზე განათავსეს საგნები, რომლებიც ასაფეთქებელ ნივთიერებას ჰგავს,- აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ზაპოროჟიეს ატომური სადგურისთვის საფრთხის ერთადერთი წყარო თავად რუსეთია და სხვა არავინ.

"ჩვენი დაზვერვისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რამდენიმე ენერგობლოკის სახურავზე განათავსეს საგნები, რომლებიც ასაფეთქებელ ნივთიერებას ჰგავს. შესაძლოა, სადგურზე თავდასხმის სიმულაციის მიზნით. ალბათ, მათ სხვა სცენარი აქვთ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში - მსოფლიო ხედავს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის საფრთხის ერთადერთი წყარო რუსეთია და სხვა არავინ",- განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია.

"კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარ ტერაქტს, სამწუხაროდ, დროული და მასშტაბური რეაგირება არ მოჰყოლია. ამან, შესაძლოა, უბიძგოს კრემლს ახალი ბოროტების ჩადენისკენ. მისი შეჩერება მსოფლიოში ყველას პასუხისმგებლობაა, გვერდით ვერავინ გადგება, რადგან რადიაცია ყველაზე ზემოქმედებს",- დასძინა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics