|
2023-07-01 14:31:10, 1524 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - საოკუპაციო ძალის წარმომადგენლები ზაპორიჟიეს რაიონში ბრძოლაზე უარს ამბობენ
რუსული საოკუპაციო ძალების დანაყოფებში დეზერტირების რაოდენობა იზრდება, სულ უფრო მეტი ჯარისკაცი ტოვებს თავის საბრძოლო პოზიციას საკუთარი სურვილით. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ზაპორიჟიეს ოლქში 50-მდე დაღესტნელმა უარი თქვა რუსული არმიის რიგებში ბრძოლაზე და გაანადგურა რუსული იარაღი. "უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ განხორციელებული წარმატებული სამხედრო ოპერაციების და რუსეთის მნიშვნელოვანი საკადრო დანაკარგების ფონზე, რუსული საოკუპაციო ძალების დანაყოფებში დეზერტირების რაოდენობა იზრდება, სულ უფრო მეტი ჯარისკაცი ტოვებს თავის საბრძოლო პოზიციას საკუთარი სურვილით. მაგალითად ზაპოროჟიეს ოლქის დოროჟნიანკას რაიონში, კასპიის ფლოტილის 50-მდე ეთნიკური დაღესტნელი სამხედრო მოსამსახურემ უარი თქვა საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე" - წერია უწყების განცხადებაში
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)