12:48 - 20 Aug, 2026
|
2023-07-01 12:51:29, 1581 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინას ბრძოლის ველზე შედეგის ჩვენება ნატოს სამიტამდე სურს
უკრაინას ბრძოლის ველზე შედეგის ჩვენება ნატოს სამიტამდე სურს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, შედეგის მისაღწევად თითოეული მეტრის წარმატება სიცოცხლის ფასად ჯდება და აღნიშნავს, რომ უკრაინის არმიას ხელი ძლიერმა წვიმებმა და საწყის ეტაპზე არტილერიის ნაკლებობამ შეუშალა. „ჩვენ რამდენიმე საკითხზე ვაკეთებდით გათვლას, მაგრამ არტილერია დაგვიანებით ჩამოვიდა. იმიტომ არ გავჩერდით, რომ წინსვლა არ შეგვეძლო. წინსვლა ნიშნავდა მეტი ადამიანის დაკარგვას. ძალიან დიდი სიფრთხილით ვეკიდებით ამას. სწრაფი ქმედებები საფრთხის შემცველია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)