|
2023-06-28 21:42:33, 1707 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის პრეზიდენტმა დეპუტატებს სამედიცინო კანაფის დაკანონებისკენ მოუწოდა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დეპუტატებს მოუწოდა დააკანონონ სამედიცინო კანაფი, რათა დაეხმარონ უკრაინელებს, დაძლიონ ომის ტკივილი, სტრესი და ტრავმა. მისივე თქმით, აუცილებელია უკრაინაში გონებრივი და ფიზიკური რეაბილიტაციის ინდუსტრიის განვითარება როგორც სარეაბილიტაციო ცენტრების მშენებლობის, ასევე შესაბამისი პერსონალის მომზადების კუთხით. ჯანდაცვის მინისტრის, ვიქტორ ლიაშკოს თქმით, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ მოამზადა საკანონმდებლო საფუძველი უკრაინაში კანაფის შემცველი პრეპარატების წარმოების სრული ციკლის უზრუნველსაყოფად, გაშენებიდან და გადამუშავებიდან სრულ წარმოებამდე. „ყველა საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკა, გადაწყვეტილებები, რაც არ უნდა რთული ან უჩვეულო იყოს, უნდა იქნას გამოყენებული უკრაინაში, რათა უკრაინის ყველა მოქალაქეს არ მოუწიოს ომის ტკივილის, სტრესის და ტრავმის ატანა, კერძოდ, ჩვენ საბოლოოდ უნდა დავაკანონოთ კანაფის შემცველი მედიკამენტები ყველასთვის, ვისაც ეს სჭირდება“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)