|
2023-06-28 19:04:21, 1401 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობის ხელშეწყობით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 70 სტუდენტი სწავლასა და სტაჟირებას ევროპის ქვეყნებში გაივლის
აჭარის მთავრობის ხელშეწყობით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 70 სტუდენტი სწავლასა და სტაჟირებას ევროპის ქვეყნებში გაივლის. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. აჭარის მთავრობის ხელშეწყობით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები სასწავლო პრაქტიკას გერმანიაში, ხოლო ბაკალავრის 11 სტუდენტი სწავლას ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გააგრძელებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან და უნივერსიტეტის რექტორთან მერაბ ხალვაშთან ერთად სასწავლო და სტაჟირების პროგრამით საზღვარგარეთ გამგზავრებამდე სტუდენტებს შეხვდა. აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, ტურიზმის სფეროში ბსუ-ს 600 ზე მეტმა სტუდენტმა უკვე გაიატა პრაქტიკა გერმანიაში. ასევე, აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, განათლების სამინისტროს პროგრამის ფარგლებში 11 ბაკალავრის საფეხურის სტუდენტს დაუფინანსდა სწავლა საზღვარგარეთ. ,,სასიხარულოა, რომ ყოველწლიურად, კიდევ უფრო ფართო მასშტაბებს იძენს სტუდენტების სწავლა და სტაჟირება საზღვარგარეთ. მნიშვნელოვანია ის აკადემიური და სამუშაო გამოცდილება, რასაც ჩვენი ახალგაზრდები ევროპის ქვეყნებსა და ინსტიტუციებში იძენენ. ჩვენი ევროპელობა სწორედ ჩვენი შრომით და მიღებული ცოდნით უნდა დავამტკიცოთ. ჩვენ მიზნად დავისახეთ სტუდენტების სწავლისა და დაფინანსების ყოველწლიურად გაზრდა. ეს დაპირება შესრულებულია. ახლა ჯერი ახალგაზრდებზეა" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ ახალგაზრდებთან შეხვედრისას. 2023 წელს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სხვადასხვა პროგრამებით 400 სტუდენტს დაუფინანსდება საზღვარგარეთ სწავლა და სტაჟირება. აჭარის მთავრობის ხელშეწყობით დაიგეგმა საერთო საცხოვრებელის მშენებლობა. სტუდენტური საცხოვრებლით აჭარაში მოქმედი სამი სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის 1000 სტუდენტი ისარგებლებს. განათლების მიმართულებით ბიუჯეტი ყოველწლიურად მზარდია რაც აისახება როგორც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე, ისე ახალგაზრდებისთვის სწავლების დაფინასებაზე.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)