|
2023-06-28 16:31:16, 1439 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და ამერიკული პროგრამის - S.T.A.B.L.E. წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და ამერიკული პროგრამის - S.T.A.B.L.E. წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, პირველი მოადგილე მარი ზანაქიძე, მოადგილე ზურაბ თენიეშვილი, კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ახალშობილთა ინტენსიური მოვლის სამსახურის ხელმძღვანელი, ჯონ პარდოლოსი და პედიატრი, ნეონატოლოგი, სთეიბლის ტრენერი დავით კვირკველიძე ესწრებოდნენ. "შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, პროგრამის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ინფორმაციის გაცვლა და სამომავლო გეგმების გაცნობა. პროგრამა აკრედიტებულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, როგორც ექიმთა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა. აჭარაში განიხილება რეგიონული პერინატალური მედიცინის ტრენინგ ცენტრის გახსნა, რომლის საშუალებით მოხდება პერინატოლოგების, პედიატრების და ამ მიმართულებით დასაქმებული სხვა სამედიცინო პერსონალის გადადამზადება. პროგრამა S.T.A.B.L.E. ორიენტირებულია სამშობიარო ბლოკში ახალშობილის რეანიმაციისა და ბლოკის შემდგომი პერიოდის სტაბილიზაციის ძირითადი პრინციპების სწავლებაზე. პროგრამა 1996 წელს დაინერგა აშშ-სა და კანადაში, მოგვინებით გაიზარდა მისი მასშტაბები, ამჟამად მოიცავს ინსტრუქტორთა ტრენინგ-კურსებს 45-ზე მეტ ქვეყანაში. შეხვედრის დასასრულს, მხარეები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ და აჭარაში საპილოტედ პროექტის განხორციელებაზე მზაობა გამოთქვეს", - ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)