|
2023-06-26 16:40:41, 903 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ტექნოპარკში „ჰაკათონი Smart city ზუგდიდი“ გაიმართა
ბაზისბანკის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ზუგდიდის ტექნოპარკში, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით „ჰაკათონი Smart city ზუგდიდი“ გაიმართა. ღონისძიებამ საქართველოს მასშტაბით ურბანისტები, არქიტექტორები, პროგრამისტები, ინჟინრები, დიზაინერები და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდები გააერთიანა, რომლებმაც 2 დღის განმავლობაში Smart city-ს ტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე იმუშავეს და პრეზენტაციის სახით წარადგინეს მათ მიერ მომზადებული იდეები და პროტოტიპები. ღონისძიების გამარჯვებული გახდა გუნდი Track Life ზუგდიდიდან, რომელსაც ბაზისბანკისგან 1,000 ლარის ოდენობით ჯილდო და სამახსოვრო ბრენდირებული ატრიბუტიკა გადაეცა. „ბაზისბანკისთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტისთვის, პრიორიტეტულია ახალგაზრდა თაობის განათლებისა და ინოვაციური აქტივობების მხარდაჭერა. ჰაკათონი, გარდა პროფესიული დატვირთვისა, ვფიქრობ ხელს უწყობს გამოცდილების მქონე პროფესიონალებსა და იმ ახალგაზრდებს შორის ურთიერთკავშირს, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ პროფესიაში და ქმნიან თავიანთ პირველ პროდუქტს. ჩვენ მომავალშიც ვიქნებით ახალი თაობის აქტიური მხარდამჭერი და მათთან ერთად ვიტყვით მნიშვნელოვან სიტყვას მათი განათლებისა და წახალისების მიმართულებით", - აცხადებს ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)