16:06 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-26 12:34:55, 1462 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, სერგეი შოიგუმ უკრაინაში ჯარისკაცები მოინახულა

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოუგუმ უკრაინაში, "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ზონაში დასავლეთის ძალების ჯგუფის წინა სამეთაურო პუნქტი მოინახულა და სამხედროებს დავალებები მისცა. აღნიშნულ ინფორმაციას პროპაგანდისტული "რია ნოვოსტი" რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, შოიგუმ უკრაინაში არსებული ვითარებისა და საბრძოლო კოორდინაციის შესახებ ჯგუფის მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ ევგენი ნიკიფოროვის მოხსენება მოისმინა.

„დასავლეთის ძალების ჯგუფის მეთაურს და მეთაურებს დაევალათ, გააგრძელონ აქტიური დაზვერვა, რათა წინასწარ გამოავლინონ მოწინააღმდეგის გეგმები და არ დაუშვან მათი განხორციელება",- აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ ეს თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიუგუს პირველი საჯარო გამოჩენაა მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთში სამხედრო ამბოხის მოწყობა სცადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics