|
2015-02-09 18:05:54, 1502 ნახვა
სამართალი
მანანა ვაზაგაშვილი გია სოსანაშვილის მიერ იური ვაზაგაშვილზე პირად შურისძიებას გამორიცხავს
იური ვაზაგაშვილის დის მანანა ვაზაგაშვილის განაცხადებით, იური ვაზაგაშვილი შესაძლოა, მის მკვლელობაში ეჭვმიტანილ გია სოსანაშვილს იცნობდა, თუმცა მასთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონია. მანანა ვაზაგაშვილი გია სოსანაშვილის მიერ იური ვაზგაშვილის პირადი შურისძიების მოტივით მკვლელობას გამორიცხავს. "ზურა ვაზაგაშვილი არის "ნაციონალური მოძრაობის" მსხვერპლი. ამას იძახდა ჩემი ძმა 9 წლის განმავლობაში და ვიძახით ჩვენ.შესაძლებელია ჩემი ძმა გია სოსანაშვილს იცნობდა.ახლო ურთიერთობა არა მგონია, მაგრამ ისე შესაძლებელია იცოდა ვინ იყო. პირადი შურისძიება გამორიცხულია",-განაცხადა მანანა ვაზაგაშვილმა. ამასთან, ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველის განცხადებით, მთელი საქართველო გახარებულია, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. თუმცა, მისივე განმარტებით, გამოძიება დამკვეთებამდე უნდა მივიდეს. "ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი.თუმცა მინდა ვთქვა, რომ გუშინდელმა დღემ ძალიან გამახარა არა მარტო მე, არამედ მთელი საზოგადოება ხარობს იმით, რომ მკვლელი უკვე სახეზეა და დაპატიმრებულია და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე დამკვეთებს დაასახელებენ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია",-განაცხადა ია მეტრეველმა. აღნიშნული განცხადებები მათ კორტებთან მემორიალთან გააკეთეს. დღეს ზურაბ ვაზაგაშვილს 31 წელი შეუსრულდებოდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)