13:00 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-23 10:06:20, 1162 ნახვა

მსოფლიო
Reuters - გაერომ რუსეთი, უკრაინაში ბავშვების მკვლელობის გამო, დამნაშავეთა გლობალურ სიაში შეიყვანა

გაერომ რუსეთი 2022 წელს უკრაინაში 136 ბავშვის მკვლელობისთვის „შავ სიაში“ შეიყვანა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი გაეროს უშიშროების საბჭოს ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.

ანგარიშის თანახმად, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა რუსეთის აღნიშნული ქმედება დაგმო.

„რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა და მასთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა დაასახიჩრეს 518 ბავშვი და განახორციელეს 480 თავდასხმა სკოლებსა და საავადმყოფოებზე. მათ ასევე 91 ბავშვი ცოცხალ ფარად გამოიყენეს“,- აღნიშნულია გაეროს ანგარიშში.

გარდა ამისა, ანგარიშში ასევე დაადასტურებულია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოკლეს 80 ბავშვი, დაასახიჩრეს 175 ბავშვი და განახორციელეს 212 თავდასხმა სკოლებსა და საავადმყოფოებზე, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალები არ არიან დამნაშავეთა მსოფლიო სიაში.

Reuters-ის ცნობით, გუტერეშმა თავის მოხსენებაში თქვა, რომ „განსაკუთრებით შოკირებულია“ მოკლული და დასახიჩრებული ბავშვების დიდი რაოდენობით და რუსეთის შეიარაღებული ძალების სკოლებსა და საავადმყოფოებზე თავდასხმებით.

გამოცემის ცნობითვე, ანგარიშის ავტორია გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის სპეციალური წარმომადგენელი ბავშვთა და შეიარაღებული კონფლიქტების საკითხებში ვირჯინია გამბა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics